სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად ქართველის გუნდმა „მარკეტი“ 57-51 დაამარცხა და ამ გამარჯვებით NCAA ჩემპიონშიპში თამაშის შანსი ერთი ორად გაიუმჯობესა.
ქართველი ფორვარდი მორიგი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. მის ანგარიშზე 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია. სანდრო ზედიზედ 10 თამაშია, რაც 10 და მეტ ქულას აგროვებს. ამ სეზონში მან 10 და მეტი ქულა 18 შეხვედრაში ჩააგდო, კარიერაში კი 49-ჯერ.
„სეტონ ჰოლს“ 12 მოგება და 8 მარცხი აქვს. 17 თებერვალს მამუკელაშვილის გუნდი „დეპოლს“ შინ დაუპირისპირება.