მამუკელაშვილის ხუთი წუთი, „მილუოკის“ ზედიზედ მესამე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ ერთგვარი ჩავარდნა აქვს – ვისკონსინელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, ბოლო სამი მატჩია, გამარჯვებას ვერ ახერხებენ. „ბაქსი“ ამჯერად შინ, „იუტასთან“ დამარცხდა – 95:107.

მამუკელაშვილი მწვრთნელმა 5 წუთი ათამაშა, რა დროშიც ქართველმა მხოლოდ ერთი მოხსნა მოასწრო. მისმა ბერძენმა თანაგუნდელმა იანის ანტეტოკუნმპომ კი 25 ქულას 7 მოხსნა და 6 პასი მიამატა. „იუტას“ გამარჯვება დონოვან მიტჩელის ეფექტურმა თამაშმა განაპირობა. მან 28 ქულა ჩააგდო.

„მილუოკი ბაქსს“ 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს დეტროიტთან სტუმრად გამართავს.