სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგის მიმდინარე სეზონზე პირველი მარცხი განიცადა. „პირატსმა“ ზედიზედ ორი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საკუთარ არენაზე „მიჩიგან სტეიტ სპარტას“ უმასპინძლა და 73-76 წააგო.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო.
მოედანზე გატარებულ 31 წუთში სანდრომ 9 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
„სეტონ ჰოლი“ ბიგ ისთის კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს „სენტ ლუისთან“ ჩაატარებს.