მამუკელაშვილის 9 ქულა და „სან ანტონიოს“ გამარჯვება „საკრამენტოსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა „საკრამენტო კინგსთან“ მწვრთნელის მიერ ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა და 16 წუთში 9 ქულა მიითვალა. მან 5 მცდელობიდან 3 სამქულიანი ჩააგდო, 9 ქულას კი 2 მოხსნა მიამატა.
სანდროს „სან ანტონიომ“ „კინგსი“ დამაჯერებლად, 116:96 დაამარცხა. გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვიქტორ ვემბანიამას, რომელმაც 34 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.
„საკრამენტოში“ ორმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს – 23 ქულა, 12 მოხსნა.
„სან ანტონიოს“ 11 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და დასავლეთის კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 ნოემბერს შინ „ვაშინგტონთან“ გამართავს.