სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მძიმე ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოირჩინა და „სეტონ ჰოლის” სასტარტო ხუთეულში მას შემდეგ პირველად გამოჩნდა.
ქართველის გუნდი „ჯორჯთაუნ ჰოიასს” დაუპირისპირდა და 78-71 მოიგო. მამუკელაშვილმა ტრავმის მოშუშების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. 32 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„სეტონ ჰოლს” 9 მოგება და 1 მარცხი აქვს და „ბიგ ისთის” კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 8 თებერვალს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ვილანოვასთან” ჩაატარებს.