მამუკელაშვილის 20 ქულა და დუბლი NBA-ის G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. მისი „ვისკონსინ ჰერდი“ „ვინჩესტერ ნიქსს“ ეთამაშა და 127:118 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა 36 წუთში თავი 20 ქულით, 12 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

მატჩის ბომბარდირი სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ბოუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ვისკონსინ ჰერდი“ 4 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. პლეი-ოფში საუკეთესო ექვსი გუნდი გადის.