მამუკელაშვილის 20 ქულა და 7 მოხსნა „პროვიდენსთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო]
ამერიკის სტუდენტურ ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, რომელიც სტუმრად „პროვიდენსს“ დაუპირისპირდა და 60-43 სძლია.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 37 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
„სეტონ ჰოლმა“ ამ გამარჯვებით სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და Big East-ის კონფერენციაში 7 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. მთლიანად სეზონზე კი მამუკელაშვილის გუნდს 10 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს. „სეტონ ჰოლი“ მომდევნო შეხვედრას სტუმრად, „კონეკტიკუტ ჰასკისის“ წინააღმდეგ გამართავს.