მამუკელაშვილის 20 ქულა და 10 მოხსნა „ვილანოვასთან“ წაგებულ მატჩში (ვიდეო)
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაზე მორიგი მატჩი საკუთარ არენაზე „ვილანოვასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 77-79 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მამუკელაშვილმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 10 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. სანდროსთვის ეს მიმდინარე სეზონზე მესამე ორმაგი დუბლი იყო. მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„სეტონ ჰოლს“ 13 მოგება და 4 მარცხი აქვს და „ბიგ ისთის“ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.
7 მარტს, მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად მეორე პოზიციაზე მყოფ „კრეიტონს“ ეთამაშება, შემდეგ კი, სრულად „მარტის სიგიჟეზე“ გადაერთვება.