მამუკელაშვილის 17 ქულა „სენტ ლუისთან“ მოგებულ მატჩში
მამუკელაშვილის 17 ქულა „სენტ ლუისთან“ მოგებულ მატჩში

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „ენ სი ეი ეის“ (NCAA) ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. „პირატსი“ სტუმრად „სენტ ლუის ბილიკენსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 66:83.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი შეხვედრის ბომბარდირი გახდა. მამუკელაშვილმა 9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

საბოლოოდ, სანდრომ მატჩი 17 ქულით დაასრულა. სეტონ ჰოლს 3 მოგება, 1 მარცხი აქვს და „ბიგ ისთის“ კონფერენციაში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 23 ნოემბერს, შინ, „ფლორიდასთან“ ჩაატარებს.