მამუკელაშვილის 16 წუთი და 3 ქულა - „ბაქსმა“ „პეისერსი“ 15 ქულის სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
10:14, 16.12.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 დეკემბერს გამთენიისას გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდა და 114-99 დაამარცხა.
გოგას ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან G ლიგის გუნდს „ფორტ ვეინ მედ ანტსს“ დაემატა. სანდრომ კი 15:50 წუთი ითამაშა და ამ დროში 3 ქულის, 4 მოხსნის (2 შეტევაში), 1 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 2-დან ორივე ორქულიანი ააცილა. ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილმა მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
გუნდებმა პირველი მეოთხედი ფრე ითამაშეს, მეორე პერიოდში კი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი მეტოქეს 5 ქულით გაექცა. „პეისერსმა“ თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ ბოლო მეოთხედი „ბაქსმა“ 15 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ორმაგი დუბლი 26 ქულითა და 14 პასით გაიფორმა ჯრუჰოლიდეიმ, 20-20 ქულა ჰქონდათ პეტ კონაუტონსა და ბობი პორტისს. „ინდიანას“ მხრიდან კი საბონისი გამოირჩა, მან 16 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
მილუოკი VS ინდიანა
შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 18 დეკემბერს „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.