სანდრო მამუკელაშვილის წარმატებული მატჩი NCAA ლიგაში. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა. „სეტონ ჰოლმა“ საკუთარ არენაზე „სენტ ჯონს რედ სტორმს“ უმასპინძლა და 81-65 დაამარცხა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 16 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბალმდე ერთი მოხსნა დააკლდა.
„სეტონ ჰოლმა“ „ბიგ ისთის“ კონფერენციაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, სტუმრად, „მარკეტ გოლდენ იგლსთან“ ჩაატარებს, რომელიც 7 გამარჯვებით მე-7 ადგილზეა.