მამუკელაშვილი მწყობრშია და „ატლანტასთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT
მამუკელაშვილი მწყობრშია და „ატლანტასთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა, „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ ითამაშოს, – ამის შესახებ CBS Sports იუწყება.

ქართველ კალათბურთელს ცოტა ხნის წინ ტვინის შერყევა ჰქონდა, რის გამოც მან რეგულარული სეზონის 3 შეხვედრა გამოტოვა. ამერიკული გამოცემა The Athletic-ის რეპორტიორის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სანდრო „ატლანტასთან“ სათამაშოდ მზად იქნება.

„ბაქსის“ მძიმე ფორვარდს ამ სეზონში მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 2:14 წუთი ითამაშა. ორმხრივი კონტრაქტის გამო, მას სეზონის უმეტესი ნაწილის გატარება „მილუოკის“ G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ მოუწევს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სათამაშო დრო NBA-შიც მიეცემა.