მამუკელაშვილი ჰაგერტის სახელობის პრიზის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
მამუკელაშვილი ჰაგერტის სახელობის პრიზის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების და „სეტონ ჰოლის“ უკვე ყოფილი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ კიდევ ერთხელ დააფასეს. ამჯერად, 21 წლის მძიმე ფორვარდი Met Basketball Writers-მა გამოარჩია, ლეიტენანტ ფრენკ ჯეი ჰაგერტის სახელობის ტიტულის გამარჯვებულად გამოაცხადა და ნიუ იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

ამ პრიზს „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი ზედიზედ მესამედ და ბოლო ექვს წელში მეხუთედ დაეუფლა.

სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო, ის სტუდენტური ლიგის Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და კარლ მელოუნის სახელობის ტიტულისთვის ბრძოლაშიც (წლის საუკეთესო მძიმე ფორვარდი) ფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პრიზი ვერ მოიპოვა.

მამუკელაშვილი სეზონში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას და 3.2 პასს აკეთებდა. სანდროს გადაწყვეტილებით, ის სეზონის ბოლოს NBA-ის დრაფტზე დადგება და დიდი ალბათობით, კალათბურთის საუკეთესო ლიგაში მომდევნო სეზონიდან კიდევ ერთ კალათბურთელს ვიხილავთ.