სანდრო მამუკელაშვილი „ბიგ ისთის“ წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი „ბიგ ისთის“ წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „სეტონ ჰოლის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი სტუდენტური ლიგის Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 21 წლის კალათბურთელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და აქამდე უკვე არაერთი ჯილდო და აღიარება დაიმსახურა.

მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტური ლიგის ბოლო სეზონი იქნება. ქართველი კალათბურთელი შემდეგი სეზონისთვის NBA-ის დრაფტზე დადგომას აპირებს და დიდი ალბათობით, მას მალე კალათბურთის საუკეთესო ლიგაში ვიხილავთ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Mamukelashvili ‭ (@ma23mu)

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრიზი წინა წელსაც „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელს, მაილს პაუელს ერგო.

მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა. სანდრო ამ ნომინაციაში ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოვლინდება.