მამუკელაშვილი „დეტროიტთან“ შეხვედრას გამოტოვებს - სანდროს ტვინის შერყევა აქვს #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსის“ ქართველი მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამოტოვებს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ CBS იუწყება.
მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილი ვისკონსინური გუნდის შემადგენლობაში ერთხელ გამოჩნდა. მან „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ 2:14 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ სანდროს „ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც მას ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მაქსიმუმ 50 შეხვედრაში შეუძლია მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ქართველი მძიმე ფორვარდი სეზონის უმეტეს ნაწილს „მილუოკის“ G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ გაატარებს.