მამუკელაშვილი „ბაქსმა“ „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვა - ამერიკული მედია სანდროს G ლიგაში გადასვლას დადებითად აფასებს #1TVSPORT
მამუკელაშვილი „ბაქსმა“ „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვა - ამერიკული მედია სანდროს G ლიგაში გადასვლას დადებითად აფასებს #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსმა“ G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვა, – ამის შესახებ სოციალურ მედიაში The Athletic-ის ჟურნალისტმა, ერიკ ნიმმა დაწერა. მისი ცნობით, გუნდმა ასევე კონტრაქტი გაუწყვიტა ბერძენ კალათბურთელს, გეორგიოს კალაიცაკისს.

მამუკელაშვილის G ლიგაში გადასვლას ამერიკული გამოცემა, behindthebuckpass გამოეხმაურა. ავტორი „ბაქსის“ ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ სანდროს განვითარებისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მამუკელაშვილის G ლიგაში გადასვლა საინტერესოა. „ვისკონსინ ჰერდი“ სავარჯიშო კემპს დღეს იწყებს. იმის გამო, რომ წინა პოზიციებზე „ბაქსს“ დახმარება სჭირდებოდა, სანდროს გარკვეულ სათამაშო დროს აძლევდნენ. ეს საკმაოდ ლიმიტირებული დრო იყო, მას 10 წუთზე მეტს თითქმის არ ათამაშებდნენ. გამონაკლისი „მაიამი ჰიტთან“ მატჩია, სადაც მან პარკეტზე 27 წუთზე მეტი გაატარა. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

მიუხედავად ამისა, ეს „ბაქსისთვის“ კარგის ნიშანია, რადგან მათ 28 ოქტომბრიდან სამი საშინაო მატჩი ელით და მამუკელაშვილის გადასვლა ნიშნავს იმას, რომ მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. „პეისერსთან“ შეხვედრამდე ბობი პორტისი ტრავმირებულთა სიაში არ იყო, მაგრამ მან შეხვედრა მაინც გამოტოვა. ზუსტად იგივე იყო როდნი ჰუდის შემთხვევაში, რომელმაც ითამაშა.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტისი „მინესოტასთან“ მატჩამდე სათამაშოდ მზად იქნება. ეს შესაძლოა ნიშნავდეს ბრუკ ლოპესის გამოჯანმრთელებასაც, რომელსაც „ბრუკლინთან“ მატჩის შემდეგ არ უთამაშია.

მამუკელაშვილს შუზღუდულ დროში მისი უნარების სრული კომპლექტის გამოჩენის შესაძლებლობა არ ექნება. სანდროსთვის, პასისა და ბურთის ტარების უნარის გასაუმჯობესებლად, კარგია G ლიგაში გადასვლა, სადაც მისი განვითარება პრიორიტეტი იქნება. კარგია, რომ საუკეთესო ლიგაში გამოცდილება დაუგროვდა, მაგრამ მისი მომავლისთვის G ლიგაში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

მან NBA-ის პირველი შეხვედრები კარგად ჩაატარა და „ბაქსს“ შესაძლოა ჰყავდეს როტაციის კარგი მოთამაშე, იმ შემთხვევაში თუ ის სწორად განვითარდა. მან დაგვანახა, თუ რა კარგად შეუძლია შეტევაში ბურთის მოხსნა და დაგვანახა გამთამაშებლის უნარები, რაც მისი ზომის კალათბურთელისათვის უჩვეულოა.

მამუკელაშვილსა და კალაიცაკისს წარმატებებს ვუსურვებთ და ველოდებით, უახლოეს მომავალში მათ „ბაქსის“ შემადგენლობაში დაბრუნებას.“

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილმა 26 სექტემბერს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც 9:54 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.