მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებს
ამერიკის სტუდენტური ლიგის მესვეურებმა ის 30 კალათბურთელი დაასახელეს, რომლებიც ჯეიმს ნეისმიტის პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ეს გახლავთ ტიტული, რომლითაც NCAA-ის საუკეთესო მოთამაშეს აჯილდოვებენ. ამ 30 მოთამაშეს შორის არის სანდრო მამუკელაშვილი. „სეტონ ჰოლის“ ქართველი ფორვარდი ლიგის მთავარი ინდივიდუალური პრიზის მოსაგებად იბრძოლებს, რაც უდიდესი აღიარებაა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 450-ზე მეტი გუნდი და დაახლოებით 6000 კალათბურთელი ასპარეზობს.
მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მოსაგებადაც იბრძვის, რომელიც სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ დღეს basketballncaa.com-მა სანდრო შუა სეზონის All-American-ის III ხუთეულში შეიყვანა. BIG EAST-ის კონფერენციიდან Naismith Trophy-ის შუა სეზონის გუნდში მხოლოდ 4 კალათბურთელია. სანდრო კიდევ ერთი პრიზის ნომინანტია – Haggerty Award, რომელიც კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.
The Naismith Trophy. ოფიციალური ნომინანტები
ხოსე ალვარადო (ჯორჯია ტექ)
ჩარლზ ბესი (ვესტერნ კენტუკი)
ჯარედ ბატლერი (ბეილორი)
მარკუს კარი (მინესოტა)
ჯასტინ ჩემპენი (პიტი)
კოფი კოკბერნი (ილინოისი)
დერეკ კალვერი (ვესტ ვირჯინია)
კეიდ კანინგემი (ოკლაჰომა )
ოსკარ და სილვა (სტენფორდი)
ჰანტერ დიკინსონი (მიჩიგანი) |
აიო დოსუნმუ (ილინოისი)
ლუკა გარზა (აიოვა)
კოლინ გილესპი (ვილანოვა)
ქვენტინ გრაიმსი (ჰიუსტონი)
ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა)
ჰერბერტ ჯონსი (ალაბამა)
კარლიკ ჯონსი (ლუისვილი)
კორი კისპერტი (გონზაგა)
კამერონ კრატვიგი (ლოიოლა/ჩიკაგო)
ი ჯეი ლიდელი (ოჰაიო სტეიტი) |
სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი)
მარკ მაკკლანგი (ტექსას ტექ)
დევიონ მიტჩელი (ბეილორი)
ევან მობლი (USC)
ჯერემაია რობინსონ-ერლი (ვილანოვა)
ჯალენ საგსი (გონზაგა)
კამერონ ტომასი (LSU)
დრიუ ტიმი (გონზაგა)
ტრევიონ უილიამსი (პერდიუ)
მარკუს ზაგაროვსკი (კრეიტონი) |
ნეისმიტის ჯილდო სპორტსმენებს 1969 წლიდან გადაეცემათ. ის მოგებული აქვთ ლარი ბერდს, რალფ სემპსონს, მაიკლ ჯორდანს, პატრიკ იუინგს, დევიდ რობინსონს, ტიმ დანკანს, კევინ დურანტს, ენტონი დევისს და სხვებს. სიაში არ არის ლებრონ ჯეიმსი, მას კოლეჯთა ლიგაში არ უთამაშია. 2019 წელს ჯილდო ზაიონ უილიამსონმა მოიგო, შარშან კი გამარჯვებული ობი ტოპენი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ნეისმიტი კანადელი გამომგონებელი, ექიმი და მწერალი იყო. სწორედ მან გამოიგონა კალათბურთი მე-19 საუკუნეში.