მამუკა მდინარაძე - პარლამენტიდან გასვლაზე განცხადებები კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ, სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა
ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება.
მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.