მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად

ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ.

„ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ დესტრუქციისა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს. სხვა მიზანი ამ ადამიანებს არ აქვთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოყვა ის საშინელება, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, ნუ კივიხართ! არ მოგწონთ, ხომ, ეს ამბავი, რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია; როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ. ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ოპოზიცია მოითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო. სხდომა მცირე ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდა.