მამუკა კობახიძე - გვინდა, რომ ბათუმის „დინამოს“ 100 წლისთავი გულშემატკივრებისთვის გამორჩეული იყოს #1TVSPORT
წელს ბათუმის „დინამოს“ დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით გუნდის კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ ისაუბრა.
„ბათუმის „დინამო“ 100 წლის გახდა და გვინდა, რომ ეს წელი ჩვენი გულშემატკივრებისთვის გამორჩეული იყოს. ჩვენს გეგმებში შედის საქართველოს ჩემპიონობა და ევროთასებზე რაც შეიძლება შორეულ ეტაპზე გასვლა. დღეისათვის ყველანაირი რესურსი გვაქვს და აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს.
გუნდში ძველი შემადგენლობის 60 პროცენტი დავრჩით და ახალი ფეხბურთელებიც მოვიდნენ, რომლებიც ჩვენ მსგავსად მონდომებით ვარჯიშობენ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ერთმანეთის დახმარებით უნდა შევძლოთ.
გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ კიდევ უფრო მეტნი მოვიდნენ თამაშებზე, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის ბიძგი. ტრიბუნებიდან ხმა როცა გესმის, ძალას გმატებს და ამით მოედანზე ორჯერ უკეთესი ხდები. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი წარმატების მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს მამუკა კობახიძე.