მამუკა ხაზარაძე - ოთხი კოალიციისგან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი და გამარჯვებული ხალხის სახელით სასწრაფოდ გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება
უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი აქციები. არავის მივცემთ უფლებას, ბავშვები ვინმემ დაარბიოს. უნდა შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, ალტერნატიული პარლამენტი, ალტერნატიული სათათბირო საბჭო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არჩეულები არიან ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოთხი კოალიციის წევრებისგან უნდა შედგეს ჯგუფი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით წავა იქ, სადაც გარკვეული საკითხები წყდება.
„ამ ყველაფრის სათავეში პრეზიდენტი უნდა იყოს. ეს შეხვედრა უნდა მოხდეს პრეზიდენტთან. ოთხი კოალიციიდან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, ყველა კოალიციას ჰყავს ძალიან მაღალკვალიფიციური ყოფილი დიპლომატები და ელჩები. უნდა შეიკრას მათი ჯგუფი და სასწრაფოდ გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება. ოღონდ უნდა გაემგზავრონ, არა როგორც ცალ-ცალკე, არამედ ქართველი ხალხის, გამარჯვებული ხალხის სახელით“, – განაცხადა ხაზარაძემ.