მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება, ვინმე ინდივიდუალურად თუ მივა, არ დავუშლით
მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება, ვინმე ინდივიდუალურად თუ მივა, არ დავუშლით

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი პარტია 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება. მისივე თქმით, ინდივიდუალურად აქციაზე მისვლას არავის დაუშლიან.

„პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან.

ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა და ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს არანაირად. 30 ოქტომბერს მეორე ტურში ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მოიგოს არჩევნები და მომავალ წელს მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, კრიზისი მეორე ტურის გარეშე ვერ დაიძლევა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.