მამუკა ხაზარაძე - კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას
მამუკა ხაზარაძე - კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას

კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ მის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

„აი, ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს. ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება, არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას.

შესაბამისად, ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ამიტომ, მე არც ვთვლი საჭიროდ, მას პასუხი გავცე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს „არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“. „მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – აღნიშნა კალაძემ.

დატოვე კომენტარი