მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის
მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის.

ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კომენტარი გააკეთა „მოძრაობა საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.

„რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, „ლელოს“ სახელით, რომელმაც შეიძლება, პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

საერთოდ, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.