მამუკა ჯუღელი - კვარაცხელია „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბი კარგ წინადადებას მიიღებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუგრძელებია, – ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში, დაახლოებით, 1,5 მილიონ ევროს იღებს, რაც აშკარად ჩამოუვარდება თანაგუნდელების ხელფასს. ქართველი ფეხბურთელი იქნება რამდენიმე ტოპ ევროპული კლუბის, მათ შორის, „პარი სენ-ჟერმენის“ რადარში, რომელიც, ზოგიერთი სატრანსფერო ჭორის თანახმად, მზად არის, ნეაპოლელებს შესთავაზოს დაახლოებით 80 მილიონი ევრო, პლუს კოლო მუანი იჯარით დათმოს.
„თუმცა როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელის მომავალი? რა შანსია, რომ ხვიჩამ გუნდი დატოვოს?“ – ჯუღელმა Gazzetta.ge-ს ამ კითხვას უპასუხა.
„გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ნეაპოლი ხვიჩას მეორე სახლია. ჩვენ ვაფასებთ „ნაპოლის“ და მისი პრეზიდენტის მზრუნველობას, ხვიჩას მიმართ პატივისცემას. თუ იარსებებს შეთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებს კლუბსა და ფეხბურთელს, დე ლაურენტისი გარიგების წინააღმდეგ არ წავა. გადაწყვეტილება კვარაცხელიას მომავალზე მხოლოდ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.