“ტოპ 14”-ის 22-ე ტურში მამუკა გორგოძე “ტულონის” შემადგენლობაში გამოჩნდა. სათადარიგოთა სკამზე იყო ლევან ჩილაჩავაც.
“გორგოძილა” ტრავმირებული იყო და ამის გამო მან სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა.
ასევე ტრავმირებული იყო და მოედანს დაუბრუნდა დავით ზირაქაშვილიც, რომელმაც შეხვედრა “კლერმონის” ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ვიქტორ კოლელიშვილი და ბექა კაკაბაძე სამატჩო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. ოთარ გიორგაძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
დაპირისპირების 73-ე წუთზე მამუკა გორგოძემ “კლერმონი” დაალელოვა და “ტულონის” მოპოვებულ 42 ქულას 5 დაუმატა.
საბოლოო ჯამში ტურნირის ფავორიტებმა მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი ანგარიშით – 49:0 დაამარცხეს.
“ტულონი” გამარჯვების შემდეგ “ტოპ 14”-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა, “კლერმონი” კი 49 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეიოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.