მამუჩაშვილმა პენალტი გაიტანა, შენგელიამ მაღალი შეფასება მიიღო #1TVSPORT

22:47, 02.03.2025

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ოფის“ შემადგენლობაში. მისმა გუნდმა საბერძნეთის სუპერლიგაში „ლამია“ 3:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 7.4 შეფასება მიიღო.

ალექსანდრე კალანდაძემ უნგრეთის ჩემპიონატში წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო დაისვენა და „ფეჰერვარს“ „დებრეცენთან“ გასვლაზე მოგებულ (2:1) მატჩში ვერ დაეხმარა. თუმცა, კალანდაძის ტრავმა სერიოზული არ არის და, სავარაუდოდ, გუნდს შემდეგ ტურში დაუბრუნდება.

მოლდოვას თასის 1/8-ფინალში თავი გამოიჩინა ლადო მამუჩაშვილმა, რომლის „შერიფმაც“ „ბარსა უნგენი“ 9:0 დაამარცხა. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 55-ე წუთზე პენალტით აიღო და ანგარიში 5:0 გახადა.

მსგავსი