მამუჩაშვილის იშვიათი მიღწევა - ერთ წელში ორი ჩემპიონობა
მამუჩაშვილის იშვიათი მიღწევა - ერთ წელში ორი ჩემპიონობა

იშვიათია, რომ ფეხბურთელს ერთ სათამაშო წელში ერთდროულად ორი გათამაშება მოეგოს. ასეთი რამ წელს ლადო მამუჩაშვილმა მაოხერხა.

ეროვნული ლიგის გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ლიგის და ლიგა 2-ის გამარჯვებულები ცნობილია – ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა, ხოლო ლიგა-2 ბათუმის „დინამომ“ გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.

მამუჩაშვილი ორივე ამ გუნდში თამაშობდა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ერთდროულად გახდა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა2-ის გამარჯვებული.

ერთ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა ზაფხულამდე, ანუ ორი წრე „საბურთალოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა და მისი ფორმით 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 ძირითადში მოხვდა. ზაფხულიდან 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბათუმის კლუბში მიიწვიეს და „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა – ლადომ ბათუმელთა ფორმით 17 მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა.