მამარდაშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა - „ვალენსია“ „მალიორკას“ დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ისტორიული შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ დაბრუნდა. ქართველ მეკარეს „მალიორკასთან“ მატჩში გოლი არ გაუშვია.
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში „ვალენსიამ“ მეტოქეს „მესტალიაზე“ უმასპინძლა. თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.
მამარდაშვილმა მაღალი შეფასება, 7.5 ქულა მიიღო და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. მან მიმდინარე სეზონში მეათედ შეინახა კარი „მშრალად“. 2021/22 წლის სეზონში მსგავსი რამ მან რვაჯერ მოახერხა, ხოლო 2022/23 წელს – ცხრაჯერ.
30 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 41 ქულა დააგროვა, მერვე ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება.