მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა - „ვალენსია“ ესპანეთის თასის მერვედფინალშია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის სამეფო თასის მატჩი გასვლაზე 3:0 მოიგო და საპატიო ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
კოპა დელ რეის 1/16-ფინალურ შეხვედრას რანგით მესამე ლიგის „ლა ნუსიამ“ უმასპინძლა, მაგრამ ლა ლიგის გუნდთან ვერაფერს გახდა. გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზომ ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მას ბევრი საქმე არც ჰქონია.
„ლა ნუსიას“ კარში პირველად ჯასტინ კლიუვერტმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა, ილაიშ მოლიბამ სხვაობა 31-ე წუთზე ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე უგო დურომ დააფიქსირა – 3:0.
„ვალენსია“ ესპანეთის სამეფო თასის 1/8-ფინალში გავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია, ქართველის გუნდი ვის შეხვდება.