მამარდაშვილმა ესპანეთში სეზონი განაახლა - „ვალენსია“ „ვილიარეალთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილმა ესპანეთში სეზონი განაახლა - „ვალენსია“ „ვილიარეალთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ სეზონი განაახლეს – „მესტალიელები“ გასვლაზე „ვილეარეალს“ ესტუმრნენ და 2:1 დამარცხდნენ.

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის გუნდმა გასვლაზე მატჩი კარგად დაიწყო და 21-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანის გოლით გახსნა 0:1.

საქართველის ნაკრების მეკარეს საქმე არ აკლდა – მერვე წუთზე ეტიენ კაპუეს დარტყმაზე რეაგირება უპრობლემოდ შეძლო. განსაკუთრებით დაძაბული იყო 23-დან 30-ე წუთამდე მონაკვეთი, როდესაც გიორგიმ სამი დარტყმა მოიგერია, მაგრამ 45-ე წუთზე „ვალენსიას“ დაცვას მორიგი ჩავარდნა სამუელ ჩუკვუეზემ არ აპატია და ანგარიში გაათანაბრა.

მამარდაშვილმა გუნდის გადარჩენა მეორე ნახევარშიც მოახერხა და მე-60 წუთზე ხერარდ მორენოს სახიფათო შეტევას გადაეღობა. თუმცა, 89-ე წუთზე თანაგუნდელმა კუთხურის შემდეგ გამოსვლაზე ხელი შეუშალა და ხუან ფოიტმა (რომელიც არგენტინის ნაკრებში კატარში მსოფლიო ჩემპიონი გახდა) თავური დარტყმით „ვილიარეალს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

15 ტურის შემდგ „ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა. გუნდი საახალწლოდაც ვერ დაისვენებს, რადგან 3 იანვარს მომდევნო ტურის მატჩს „ლა ნუსიასთან“ ისევ გასვლაზე ჩაატარებს.