მამარდაშვილით ევროპის დიდი გუნდები დაინტერესდნენ - ქართველი მეკარის სატრანსფერო ფასი 30 მილიონამდე გაიზრდება #1TVSPORT
„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის კარგმა დებიუტმა მის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი გამოიწვია, – ინფორმაციას „ევროსპორტის“ ესპანური ბიურო ავრცელებს.
„ქართველი მეკარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა დამატებული, მაგრამ „ვალენსიას“ აქვს ვარიანტი, მისი ტრანსფერი იანვრამდე 800,000 ევროდ გამოისყიდოს. პრობლემა გამომდინარეობს ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტიდან, რომელიც შეთანხმებული იყო იმ შემთხვევისთვის, თუ მამარდაშვილი შემდეგ გუნდიდან წავა. ასეთ შემთხვევაში, „ვალენსია“ 15 მილიონ ევროს მოითხოვს. ეს ის თანხა, რომლის მიღებაც „ვალენსიას“ სურს, რადგან მამარდაშვილი მიმზიდველი გახდა ევროპის „დიდი“ გუნდებისთვის, რომლებიც გიორგის მსგავს ახალგაზრდა მეკარეებს ეძებენ და დიდ ფულს გადაიხდიან“, – წერს ესპანური „ევროსპორტი“.
გამოცემა „პლაზა დეპორტივა“ კი მამარდაშვილთან დაკავშირებით „მესტალიელთა“ გეგმაზე წერს, რომელიც ქართველი მეკარის სარფიანად გაყიდვას ითვალისწინებს.
„მამარდაშვილის ტრანსფერის „დინამო თბილისიდან“ გამოსყიდვა „ვალენსიას” იანვრამდე უფრო იაფი დაუჯდება და გუნდს მთლიანობაში 850,000 ევროს გადაუხდის, ხოლო 2022 წლის პირველ ივლისს თუ გამოისყიდის – დაახლოებით მილიონ ევროს. „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერის 100%-იანი მფლობელი თუ გახდება, ქართველ მეკარესთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს. ავტომატურად ამოქმედდება პუნქტი, 2022/23 სეზონში კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში. მამარდაშვილით დაინტერესებულ კლუბს 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს“, – ამტკიცებს „პლაზა დეპორტივა“.
ესპანური გამოცემის ცნობით, „მესტალიელების“ საბოლოო მიზანი მამარდაშვილის ტრანსფერში 30 მილიონის მიღებაა:
„კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის პუნქტის საფუძველზე, მამარდაშვილის საბაზრო ფასი ყოველ ახალ სეზონში გაიზრდება. „დინამო თბილისთან“ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მიუთითებს, რომ თანხის ოდენობა ყოველწლიურად 5 მილიონით გაიზრდება. როგორც „პლაზა დეპორტივასთვის“ გახდა ცნობილი, მეკარის ტრანსფერი 2022-23 წლებში ეღირება 20 მილიონი ევრო, 2023-24 წლებში – 25 მილიონი, ხოლო 2024-25 წლებში ეს რიცხვი 30 მილიონს მიაღწევს“.