მამარდაშვილის „ვალენსიას“ ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისი“ შეხვდება #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსიას“ ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისი“ შეხვდება #1TVSPORT

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ „ბეტისი“ დაუპირისპირდება – ეს განმეორებითი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომელიც სევილიელებმაესტადიო ბენიტო ვილიამარინიზე“ გამართეს.

10 თებერვალს „ბეტისმა“ გასვლითი მატჩი „რაიო ვალეკანოსთან“ 1:2 მოიგო, განმეორებით შეხვედრაში კი მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. ანგარიში სტუმრებმა მე-80 წუთზე ბებეს გოლით გახსნეს, მაგრამ 90+2-ე წუთზე ბორხა იგლესიასმა მეტოქის კარი აიღო და გუნდი ფინალში გაიყვანა.

ბოლოს „ბეტისმა“ ესპანეთის თასის ფინალში 2005 წელს ითამაშა და „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა. სულ ფინალში 4-ჯერ გავიდა და 2-ჯერ გაიმარჯვა. „ვალენსია“ თასზე ბევრად წარმატებულია – გუნდი ფინალში 17-ჯერ გავიდა და საპატიო ჯილდოს 8-ჯერ დაეუფლა. ბოლოს „ღამურები“ ფინალში 2019 წელს გავიდნენ და ლეო მესის „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა. განმეორებით შეხვედრაში კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც ესპანეთში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. არის შანსი, რომ გიორგი გახდეს პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს.