მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის თასს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი) ბილბაოს „ატლეტიკთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო (მიმდინარე სეზონში უკვე 18 მატჩი ჩაატარა). კოპა დელ რეის მეოთხედფინალური დაპირისპირება, რომელიც „მესტალიაზე“ გაიმართა, გიორგისა და მისი გუნდისთვის თავიდანვე წარუმატებლად დაიწყო და ბასკების გამარჯვებით დასრულდა.
35-ე წუთზე ანგარიში მუნიაინმა გახსნა. 43-ე წუთზე ანგარიში მას შემდეგ გათანაბრდა, როდესაც „ატლეტიკის“ მცველმა, დე მარკოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 45-ე წუთზე ინიაკი უილიამსის გადაცემით, მისმა ძმამ, ნიკო უილიამსმა სტუმრები მეორედ დადაწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, მიკელ ვესგამ ძლიერად დაარტყა მარჯვენა კუთხეში, მამარდაშვილი კი მარჯვენა მხარეს გადახტა, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია.
საბოლოოდ, ბილბაოს „ატლეტიკმა“ 3:1 მოიგო და ესპანეთის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი „ვალენსია“ მთლიანად ლა ლიგაზე გადაერთვება.