მამარდაშვილის პენალტი და ყვითელი ბარათი - „ვალენსიამ“ „ელჩესთან“ ფრე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბოლოადგილოსანელჩეს“ უმასპინძლა და ფრე 2:2 ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 4 სეივის დაგროვება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა – საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მამარდაშვილი „ელჩეს“ ფეხბურთელს, პაბლო ბიგასს შეეჯახა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი ყვითელი ბარათიც მიიღო. მამარდაშვილი პერე მილას დარტყმის შემდეგ, პენალტის მოგერიებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ მოახერხა და მეტოქე დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს კავანიმ დუბლის შესრულება მოახერხა და მასპინძლები დააწინაურა.

ელჩემ“ ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე კვლავ პერე მილას გოლით მოახერხა და საბოლოოდ გატუზოს გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

7 ტურის შემდეგ „ღამურებს“ 14 ქულა აქვთ და ლა ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ 18 ოქტომბერს სტუმრად „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.