მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მეკარე ლა ლიგის ტურის ნაკრებშია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ტურის რჩეულები ავტორიტეტულმა ვებგვერდმა Whoscored შეარჩია.
მართალია, „ვალენსიამ“ „ჟირონასთან“ ბოლო ტურის შეხვედრა 1:0 წააგო, მაგრამ ბევრად მეტს გაუშვებდა, რომ არა ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაში – მამარდაშვილმა ესპანურ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დაუფასდა.
ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდმა „ვალენსიას“ 22 წლის კიპერს თავიდან 7,9 ქულა დაუწერა, მაგრამ საბოლოოდ შეფასება 8,1-მდე გაზარდა და მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.