მამარდაშვილის მესამე „მშრალი“ მატჩი სეზონში - „ვალენსიამ“ „ლეგანესთან“ გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლეგანესს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ მორიგი „მშრალი“ თამაში ჩაატარა. მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ გუნდებს რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ ჰქონიათ და მამარდაშვილსაც თამაშში ჩართვა იშვიათადა უწევდა.
ყველაზე კარგი მომენტი „ლეგანესმა“ 75-ე წუთზე შექმნა – საჯარიმოში ვალენტინ როზიე შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ქართველ მეკარეს ვერ აჯობა, შემდგე კი მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
„ვალენსია“ ექვსი ქულით მე-18 პოზიციაზეა, გიორგი მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში კარი „მშრალად“ მესამედ შეინახა.