მამარდაშვილი „ვალენსიაში“ საუკეთესო იყო, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას პოლიტანო ამჯობინეს #1TVSPORT
„ვერონასთან“ გასვლაზე წარმატებული თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მაღალი შეფასებები მიიღო – Sofascore-მა „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Whoscored-მა – 7,8 ქულით, ხოლო Flashscore-მა – 8,3 ქულით.
დუბლის მიუხედავად, სამივე ვებგვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მატეო პოლიტანო დაასახელა, რომელმაც ორივე გოლის დროს კვარაცხელია გადაცემით მოამარაგა, მანამდე კი თავად გაიტანა – Whoscored-სა და Flashscore-ისგან 9,0 ქულა მიიღო, ხოლო Sofascore-მა 9,5 დაუწერა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ შინ „კადისთან“ 2:0 მოიგო, ორმა საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდმა, Sofascore-მა ბოლო წუთებზე გუნდის გადარჩენისთვის ქართველ მეკარეს 8,0 ქულა დაუწერა. Whoscored-მა ოდნავ ნაკლები – 7,8 ქულა, მაგრამ გიორგი ორივე გუნდში მაინც საუკეთესო აღმოჩნდა.
ერთადერთი Flashscore-ია, რომელმაც შეხვედრის საუკეთესოდ მოთამაშედ „ვალენსიის“ მაროკოელი მარცხენა შემტევი სელიმ ამალაჰი აღიარა და 7,8 ქულა დაუწერა. ქართველ მეკარის გამოსვლა კი, ისევე როგორც პეპელუს თამაში, 7,6 ქულით შეაფასა, მეორეზე კი 7,7 ქულით ხოსე გაია გაიყვანა.