მამარდაშვილი „ვალენსიას“ სექტემბრის კონკურსის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსიას“ გულშემატკივრებში გაიმართა გამოკითხვა („თვის გადარჩენა“) სექტემბრის საუკეთესო სეივის გამოსავლენად. გაიმარჯვა გიორგი მამარდაშვილის მოგერიებამ. „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ხმა მისცეს მის სეივს, რომელიც „დეპორტივო ალავესის“ წინააღმდეგ განახორციელა.
მამარდაშვილმა ბოლო წუთზე ნახტომში ბურთი „ცხრიანიდან“ ჩამოხსნა და შეუშალა მეთ მიაზგის სახიფათო თავურ დარტყმას.
„ეს იყო მეკარის სრულფასოვანი თამაში, რომელმაც გუნდს კარი „მშრალად“ შეუნახა და სამი ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა“, – წერია „ვალენსიას“ გვერდის გავრცელებულ ცნობაში.