მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია - ქართველი Sofascore-მა და Whoscored-მა გამოარჩია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – მადრიდის „რეალთან“ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაში ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებპორტალმა გამოარჩია.
Sofascore-მა და Whoscored-მა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პირველმა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო მეორემ – 7,7 ქულა. ორივემ „ჯვაროსნების“ კიპერი ტურის 11 რჩეულში დაასახელა.
22 წლის ქართველმა მეკარემ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან კარიერის მატჩი ჩაატარა. „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ ლა ლიგამ, სპონსორთან ერთად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე დაასახელა.
ასეთივე იყო „დიარიო ასის“ შეფასება, რომელმაც მამარდაშვილი მატჩის MVP-ად აღიარა, ხოლო გამოცემა „მარკას“ წერილში აღნიშნეს, რომ გიორგიმ ამ გამარჯვებით „ვალენსია“ ლა ლიგაში დატოვა.