მამარდაშვილი მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტია #1TVSPORT
მამარდაშვილი მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე Yashin Trophy 2024-ის, ანუ საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული „ოქროს ბურთის“ ნომინანტია, – ინფორმაციას გამოცემა goal.com-ი ავრცელებს.

„ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს მოპოვებული – 1963 წელს ლევ იაშინს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარიზში ყოველწლიურ ცერემონიებზე მეტი მეკარე იყოს აღიარებული, გამოცემა France Football-მა 2019 წელს წარადგინა Yashin Trophy, რათა სეზონის საუკეთესო მეკარე გამოევლინათ.

ჯილდოს წინა გამარჯვებულები არიან ტიბო კურტუა და ემილიანო მარტინესი, წლევანდელი დაჯილდოება კი 28 ოქტომბერს გაიმართება. 2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

დიოგო კოსტა (პორტო)

ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)

გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდი)

ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი)

მაიკ მენიო (მილანი)

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)

უნაი სიმონი (ატლეტიკი)

იან სომერი (მილანის ინტერი)

რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)