გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მატჩის „მეფედ“ დაასახელეს. ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიასა“ და „ლევანტეს“ მატჩის შემდეგ ლა ლიგის პარტნიორმა ტელეკომპანიამ დაასახელა.
34-ე ტურში აუტსაიდერთან „ვალენსია“ პირველივე ნახევარში დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე კაცნაკლული დარჩა და გიორგი მამარდაშვილს საქმე მიეცა. ქართველმა მეკარემ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და ლა ლიგა სანტანდერის პარტნიორმა ტელეკომპანიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კიპერი აღიარა. ეს უკვე მიმდინარე სეზონში მესამე შემთხვევაა – 21 წლის მამარდაშვილი ტოპ-ლიგას უკვე გაუშინაურდა და გულშემატკივართა და სპეციალისტების აღიარებას მიაღწია.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა, რომელიც რეზერვისეტბის მეკარედ დაიმატეს, „ვალენსიას“ კარში 16 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაუშვა.