მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – მე-11 ტურის რჩეული 11 მოთამაშე ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

„„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის მთავარი გმირი იყო“, – ასე დაახასიათა ლა ლიგის გვერდმა ქართველი მეკარის თამაში.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ვალენსიამ“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრა 2:2 დაასრულა, მაგრამ წაგებაც შეეძლო, რომ არა ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაში – გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ხუთი რთული დარტყმა მოიგერია.

22 წლის გოლკიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ახალ კი ტურის სიმბოლურში მოხვედრაც დაიმსახურა. თუმცა მამარდაშვილის აღიარება უკვე აღარავის უკვირს.