მამარდაშვილი ლა ლიგის სიმბოლურშია - მან ეს ქართველებიდან პირველმა მოახერხა #1TVSPORT
მამარდაშვილი ლა ლიგის სიმბოლურშია - მან ეს ქართველებიდან პირველმა მოახერხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ქართველი მეკარე ტურის რჩეულებში საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-გვერდმა whoscored-მა დაასახელა.

„ვალენსიას“ სარეზერვო მეკარედ გადაყვანილი 20 წლის ქართველი მეკარე ბევრისთვის მოულოდნელად მესტალიელებმა მთავარ გუნდში დააწინაურეს, მერე კი ლა ლიგის პირველი ტურის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.

„ხეტაფესთან“ პირველი ტურის შეხვედრაში გიორგიმ ხუთი რთული დარტყმა მოიგერია, გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და ინტერნეტ-გვერდმა whoscored-მა მისი თამაში 10-ქულიან სისტემაში 7,8-ით შეაფასა, რაც საბოლოოდ ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და გიორგი მამარდაშვილი პირველივე შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

20 წლის გიორგი პირველი ქართველი მეკარეა, რომელმაც ასეთი დონის ლიგაში ითამაშა და პირველი ქართველია, რომელიც ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.