მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ სათადარიგოებშია - ბორდალასმა „კადისთან“ დომენეკი დააყენა #1TVSPORT
მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ სათადარიგოებშია - ბორდალასმა „კადისთან“ დომენეკი დააყენა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და მის გამოჩენას დღეს „კადისთან“ ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) მეოთხედფინალში ველოდით, მაგრამ ეს იმედები ისევ არ გამართლდა.

„ქართველი მეკარე, რომელსაც 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, კოპა დელ რეის მეოთხედფინალში დღეს საღამოს, „კადისთან“ შემადგენლობას შეიძლება დაუბრუნდეს“, – წერდა „დარიო ასი“. ასეთივე შინაარსის წერილები ბევრ ესპანურ გამოცემაში გამოქვეყნდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ამჯერადაც არ ენდო.

არადა, გიორგი მთელი კვირა სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად გადიოდა თეორიულ ვარჯიშებს და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სასტარტო მეკარედ იყო მიჩნეული.

საქმე ისაა, რომ „ვალენსიას“ მთავარი მეკარის, იასპერ სილესენის ტრავმის გამო მამარდაშვილს ისევ გაუჩნდა შანსი, რომ მინიმუმ მეორე მეკარის პოზიცია დაებრუნებინა. ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდის „ატლეტიკოსთანხაუმე დომენეკის წარუმატებელმა თამაშმა ეს იმედები გააძლიერა, მაგრამ „კადისთანბორდალასმა ისევ დომენეკი დააყენა.