მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ESPN-მაც დაასახელა #1TVSPORT
მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ESPN-მაც დაასახელა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთმა სპორტულმა გამოცემამ შეიყვანა – საერთაშორისო ანალიტიკური პორტალის, whoscored-ის შემდეგ ქართველი მეკარე ტურნირის რჩეულ თერთმეტეულში ESPN-მა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ზე ოთხი მატჩი ჩაატარა და 29 მოგერიება (ზოგიერთი ვერსიით, 30) ჰქონდა, რაც ვერცერთმა სხვა მეკარემ ვერ შეძლო და უეფა-ს გვერდს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა ვერსიით საუკეთესოდ აღიარეს.

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ESPN-ის მიხედვით:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო).

მცველები: ჟიულ კუნდე (საფრანგეთი), ანტონიო რუდიგერი (გერმანია), იაკა ბიჟოლი (სლოვენია), ნუნუ მენდეში (პორტუგალია).

ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), ტიჯანი რეინდერსი (ჰოლანდია), არდა გიულერი (თურქეთი).

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო უილიამსი (ესპანეთი), ნიკლას ფულკრუგი (გერმანია).