მამარდაშვილი დაასვენეს, „ვალენსიამ“ მოიგო #1TVSPORT
მამარდაშვილი დაასვენეს, „ვალენსიამ“ მოიგო #1TVSPORT

„ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა, შინ „გრანადას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვებით მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ეს ბოლო ერთ თვეში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „ვალენსიას“ მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი დაასვენა. მის ნაცვლად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარში გამოცდილი, 31 წლის ესპანელი კიპერი ხაუმე დომენეკი ჩააყენა, რომელსაც წელს მესამე მეკარედ განიხილავს – იესპერ სილესენის და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ.

ქართველმა მეკარემ ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა – 6 თებერვლიდან მოყოლებული. ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალ სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ, ხოსე ბორდალასი „ღამურების“ კარის დაცვას სულ მამარდაშვილს ანდობდა. გიორგიმ ჩემპიონატის ოთხი და ესპანეთის სამეფო თასის ორი მატჩი ჩაატარა.

„ვალენსიამ“ 3:1 მოიგო. ანგარიშო გონსალო გედეშმა 48-ე წუთზე გახსნა, მაქსიმილიანო გომესმა მასპინძელთა უპირატესობა 51-ე წუთზე გაზარდა. „გრანადამ“ 56-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – ავტოგოლი მეკარე დომენეკს ჩაეთვალა, მაგრამ 62-ე წუთზე კარლოს სოლერიმ პენალტით „ვალენსიას“ უპირატესობა ისვე ორ ბურთამდე გაზარდა და გუნდს 3 ქულა მოუტანა – 3:1.

ლა ლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 36 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე დაწინაურდა, ევროსაგზურის ზონას კი 8 ქულით ჩამორჩება.