მამარდაშვილი დაასვენეს - „ვალენსიამ“ „ესპანიოლთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამოტოვა – ქართველი კიპერის ნაცვლად „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კარში ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დააყენა „ესპანიოლთან“ შეხვედრაში, რომელიც ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ ლა ლიგის 37-ე ტურში ბარსელონელებს „კორნელია ელ-პრატზე“ ესტუმრა და 37-ე წუთზე მაქსი გომესის გოლით დაწინაურდა. მაგრამ „ესპანიოლის“ შემტევმა ხავი პუადომ 67 წუთში წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ვალენსიამ“ გასვლითი შეხვედრა ფრედ დაასრულა 1:1. „მესტალიელები“ ფრედ დასრულებული მატჩებით ლიდერები არიან – გუნდი 37 მატჩიდან 15-ში მეტოქეს დაუზავდა.
ლ ლიგაში გუნდი 46 ქულით მე-10 ადგილზეა და სეზონს მშვიდად დაასრულებს – არც ევროსაგზური და არც გავარდნის საფრთხე არ აწუხებთ.