მამარდაშვილი 2023 წელს მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი Top soccer blog-მა 2023 წლისთვის მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დაასახელა.
„იმის გამო, რომ მეკარეები ასაკთან ერთად უმჯობესდებიან, ახალგაზრდებს უჭირთ ამ როლის შეთავსება. თუმცა, უკვე არიან ახალგაზრდა მეკარეები, რომლებმაც დიდ გუნდებში დაამტკიცეს, რომ დიდი პოტენციალი აქვთ და მომავალ სეზონებში ზრდას გააგრძელებენ“, – წერს ინტერნეტპორტალი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეკარე მეცხრე პოზიციაზე დააყენა.
მსოფლიოს ათი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე Top soccer blog-ის ვერსიით:
1. ჯანლუიჯი დონარუმა – პსჟ (23)
2. გევინ ბაზუნუ – საუთჰემპტონი (20)
3. ილან მელერი – ლიდსი (22)
4. მარტენ ვანდევორდი – გენკი (20)
5. ალბან ლაფონი – ნანტი (23)
6. დიოგუ კოსტა – პორტო (23)
7. ლუკას შევალიე – ლილი (21)
8. გაბრიელ სლონინა – ჩელსი (18)
9. გიორგი მამარდაშვილი – ვალენსია (22)
10. ლუის მარკინესი – ატლეტიკო ნასიონალი (19)
„გიორგი მამარდაშვილმა ძალიან პატარა ასაკში გაითქვა სახელი მშობლიურ საქართველოში. 2021 წელს ის შეუერთდა ლა ლიგის „ვალენსიას“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის პუნქტით. თავდაპირველად სარეზერვო გუნდისთვის აიყვანეს, სადაც სეზონის წინ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე, რომ სეზონის გახსნის მატჩი „ხეტაფესთან“ ჩაატარა, დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ მის შესაძლებლობებში დარწმუნდა და მამარდაშვილს მუდმივი კონტრაქტი გაუფორმა. გასულ სეზონში ქართველმა 23 მატჩში კარი „მშრალად“ ათჯერ შეინახა. ჰქონდა ზედიზედ 560-წუთიანი უგოლო სერიაც. მამარდაშვილი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა, არამედ ამ დროისთვის ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოც“, – წერს Top soccer blog-ი.