მამაკაცთა ჩოგბურთში მატჩების დროს ქოუჩინგი დაუშვეს #1TVSPORT
მამაკაცთა ჩოგბურთში მატჩების დროს ქოუჩინგი დაუშვეს #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება ქოუჩინგის შესახებ.

პრესრელიზის მიხედვით, უიმბლდონის შემდეგ მატჩების დროს დაშვებული იქნება მოთამაშისთვის მწვრთნელის დახმარება, ოღონდ კორტის მიღმა. ეს წესი ამერიკის ღია პირველობაზეც იქნება დაშვებული.

კორტის მიღმა კარნახი ნებადართული იქნება შემდეგი პირობებით:

– მწვრთნელები ისხდებიან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.

– ქოუჩინგი (ვერბალური და არავერბალური) ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ წყვეტს თამაშს და არ უქმნის რაიმე შეფერხებას მეტოქეს.

– სიტყვიერი ქოუჩინგი ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა მოთამაშე კორტის იგივე მხარეს იმყოფება.

– არავერბალური ქოუჩინგის (ხელებით სიგნალები) გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

– ვერბალური ქოუჩინგი შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე სიტყვისგან ან მოკლე ფრაზებისგან (ერთმანეთში ლაპარაკი აკრძალულია).

– მწვრთნელებს არ შეეძლებათ საკუთარ მოთამაშეებთან ლაპარაკი, როცა ჩოგბურთელი ტოვებს კორტს რაიმე მიზეზი გამო.

– სანქციებს კვლავინდებურად გამოიყენებენ ქოუჩინგის ჩამოთვლილი პირობების ბოროტად ან არასწორად გამოყენებისას.